Sunday, March 6, 2011

გულივერის თავგადასავალი

ფილმის განხილვას დავიწყებდი ქართულ გახმოვანებაზე საუბრით. სიმართლე გითხრათ ახალი კანონის შემოსვლის შემდეგ ეს პირველი ფილმი იყო რომელიც ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიხილე და ბევრად უფრო ნაკლებ ხარისხს ველოდი.
ხმები კარგად იყო დადებული, თვითონ ადამიანები რომლებიც ახმოვანებდნენ საკმაოდ ნიჭიერები აღმოჩნდნენ. რათქმაუნდა დასახვეწი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, თუმცა ჩემთვის მაინც აღსანიშნავი ფაქტია რომ ფილმი საკმაოდ კარგად იყო გახმოვანებული!
რაც შეეხება თვითონ ფილმს, ეს არის ცნობილი ნაწარმოების ადაპტაცია, რომელიც არის გაკეთებული თანამედროვე დროში.
ჟანრი კომედიაა და ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია.
თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ფილმის სიუჟეტში ძალიან ბევრი, ნამდვილად სახალისო ნაწილი იყო…
ხოლო თვითონ გულივერის მიერ მოყოლილი ისტორიები (რომლითაც ფილმი მსოფლიოში შექმნილ უამრავ კლასიკას შეეხო)
ძალიან კარგად გაკეთებული.
ასევე არაერთ ცნობილ ფირმას თუ ბრენდს…
თვითონ მთავარი ისტორია მაინც ძირითად ნაწარმოებს მისდევს, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ფილმი არის “ეპიკური” , თუმცა ბავშვებისთვის ცუდი მესიჯი არ იქნება სიკეთის კიდევ ერთი გამარჯვება.
დანარჩენი პატარ-პატარა შეცდომები ფილმს ჟანრიდან გამომდინარე ეპატიება.
ყველაზე ორიგინალურად ლილიპუტიის ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირება მომეწონა!
ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ცნობილი მსახიობი ჯეკ ბლეკია, რომელიც როგორც ყოველთვის შეუდარებელი და სახალისო იყო.
შესრულების მაღალ დონეს მისი როლი ნამდვილად არ მოითხოვდა, ასე რომ მსახიობმა როლს თავი უდაოდ გაართვა!
არც სხვა პერსონაჟები გამოირჩეოდნენ დიდი სიღრმითა და შესრულების დიდი ოსტატობის საჭიროებით.
რაც შეეხება სპეც.ეფექტებს, აქ საოსკარე დონის, უმაღლესი დონის აპარატურით დახატული უძვირესი ეფექტები საჭირო არ არის, თუმცა ფილმში რაც სპეც.ეფექტებიც ვნახეთ, ყველა რეალისტური და კარგად გაკეთებული იყო!
3D ეფექტიც კარგი, განსაკუთრებით გულივერის ლილიპუტიაში გადასვლის მომენტი! უბრალოდ ცოტა დასანანია რომ ყველა უკანასკნელ ფილმს 3D განზომილებაში სიღრმის ეფექტს უკეთებენ და არა კადრის გარეთ გამოსვლის!

საბოლოო ჯამში, ფილმი ძალიან კარგი სანახავი კომედიაა, რომელიც დიდი ფილოსოფიით ნამდვილად არ გამოირჩევა.
თუმცა კარგი იუმორით და სახალისო სცენებით – ნამდვილად!

No comments:

Post a Comment