Monday, March 7, 2011

ელტონ ჯონი

ინტერესს მუსიკის მიმართ, რასაც ხელი შეუწყო დედამაც. ისინი ხშირად უკრავდნენ ფორტეპიანოზე. მაგრამ მამა ამის წინააღმდეგი იგი, მიუხედავად იმისა, რომ თავად უკრავდა სამეფო საჰაერო ძალების ორკესტრში.

ოთხი წლის ასაკში დუაიტების შვილს უკვე შეეძლო სმენით ნებისმიერი მელოდიის დაკვრა. იგი ისმენდა ძველ და პოპულარულ ჩანაწერებს და იმახსოვრებდა ყველაფერს.

13 წლის ასაკში რეჯის მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, რაც შვილმა მეტად განიცადა. ამ პერიოდიდან იგი უკვე ატარებდა სათვალეებს, რაც, მისივე თქმით, ბადი ჰოლისადმი პატივისცემის ნიშანი იყო. სათვალეები მომავალში მის ერთ-ერთ ჰობიდ იქცა.

12 წლის ასაკში მუსიკის სამეფო აკადემიამ რეჯის შესთავაზა უფასო განათლება. გახარებული რეჯი ყოველ შაბათს დადიოდა აკადემიაში. მისი მამინაცვალი, დეკორატორი პროფესიით, მხარს უჭერდა რეჯის გადაწყვეტილებას, მუსიკას გაჰყოლოდა.
პირველი წლები სცენაზე [რედაქტირება]

პირველ რეჯი სცენაზე გამოვიდა 16 წლის ასაკში. იგი მღეროდა და უკრავდა ყოველი კვირის ბოლოს. იქვე ყოველთვის იჯდა დედამისი. ამ გამოსვლებში რეჯი იღებდა ერთ ფუნტს და დაგროვებული ფულით შეიძინა ელექტრონული პიანინო.

სკოლის მოსწავლეებთან ერთად მან ჩამოაყალიბა კოლექტივი The Bluesology, რომელიც უკრავდა რითმ ენდ ბლუზს. მათ გამოსცეს ორი მცირე ფირფიტა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

სკოლა რეჯიმ არ დაამთავრა. მან მიატოვა იგი მუსიკალურ გამომცემლობა Mills-ში მუშაობის გამო, მაგრამ ეს სამსახურიც, თავის მხრივ, დატოვა მხოლოდ იმის გამო, რომ The Bluesology-სთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო საკონცერტო ტურის ფარგლებში.

1967 წელს ისინი კვლავ მოგზაურობდნენ. ამ პერიოდში რეჯის შეუყვარდა გოგონა სახელად ლინდა და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. მაგრამ ლინდამ იგი არჩევანის წინაშე (ან მე ან მუსიკა) დააყენა. რეჯიმ საბოლოოდ აირჩია მუსიკა, მაგრამ მანამდე გულგატეხილმა კინაღამ მოიკლა თავი.

ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების კონკურსზე, რომელიც კომპანიამ Liberty Music მოაწყო, რეჯიმ შეასრულა რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მაგრამ წარმატებამ მას გვერდი აუარა. თუმცა, რეი უილიამსმა,კონკურსის ორგანიზატორმა მას აჩუქა ერთი ახალგაზრდა პოეტის, ბერნი ტოპინის ლექსები.

No comments:

Post a Comment