Sunday, March 6, 2011

ალბერტ აინშტაინი



დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

No comments:

Post a Comment