Friday, March 11, 2011

კეშა როუზ სებერტი

ამერიკელი მომღერალი კეშა როუზ სებერტი, 1987 წლის 1 მარტს ლოს ანჯელესში დაიბადა.იგი დედასთან კომპოზიტორ პიბ სებერტთან და უფროს ძმებთან – ლაგანთან და ლუისთან ერთად ცხოვრობდა. სებერტების ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და 1991 წელს პიბიმ ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ამერიკული ქანთრის სამშობლოში, თავის მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიარა კიდეც კეშას ბავშვობამ. პიბი ადგილობრივი ხმის ჩამწერი სტუდიების ხშირი სტუმარი იყო და მას მუდამ თან ახლდა კეშა, რომელიც სკოლისგან თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სტუდიებში ატარებდა. სკოლაში კი კეშა ყველასგან გამორჩეული იყო: იისფრად შეღებილი თმისა და უზარმაზარი, მეწამული ფერის შარვლის ტარების გამო, კეშას ხშირად იძახებდა თავის კაბინეტში დირექტორი შენიშვნის მისაცემად, ხოლო თანაკლასელები მასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებდნენ, რადგან, ექსტრავაგანტური გარეგნობის მომავალ ვარსკვლავს მარსიდან ჩამოფრენილად მიიჩნევდნენ.

17 წლის ასაკში კეშა დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, სადაც გაიცნო მუსიკოსები და პრომოუტერები მაქს მარტინი და დრ. ლუკი, რომლებმაც მას თანამშრომლობა შესთავაზეს. პოპულარობის გზაზე დამდგარ კეშას თავდაპირველად მრავალი პრობლემა აწუხებდა, უპირველეს ყოვლისა კი, ეს იყო უბინაობა. დამწყები მომღერალი ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად პატარა ოთახს ქირაობდა ლოს ანჯელესის გარეუბანში, საიდანაც ქირის გადაუხდელობის გამო ხშირად აგდებდნენ და კეშას არაერთხელ აქვს ღამე გატარებული მეგობრების ავტომობილებში. ასევე, კეშას ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა და მუსიკის წერისგან თავისუფალ დროს, ძირითადად ღამით, ის ოფიციანტად მუშაობდა ერთ-ერთ სასადილოში, გარდა ამისა, ტელემარკეტშიც უკეთებდა რეკლამას სხვადასხვა საქონელს, საიდანაც დამატებით შემოსავალს იღებდა. კეშა ბევრს მუშაობდა სტუდიაში, წერდა სიმღერებს და თანამშრომლობდა პროდიუსერებთან, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ. სხვათა შორის, პირველად კეშას სახელი მუსიკალურ სამყაროში მაშინ გაჟღერდა, როდესაც დამწყები მუსიკოსი ვარსკვლავ პრინსის სახლში შეიპარა და მისთვის თავისი სიმღერების დისკის გადაცემა სცადა, მაგრამ „პრინცის“ დაცვამ თინეიჯერი კეშა სახლიდან გამოაგდო

CHANEL

გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი (Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel) (დ. 19 აგვისტო, 1883 — გ. 10 იანვარი, 1971) — მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.

TWILIGHT

ბელა სუონის დედას ახალი მეუღლე ჰყავს და ბელამ გადაწყვიტა, დედისგან ცალკე იცხოვროს. იგი ჩამოვიდა მამასთან, ფორკსში (ვაშინგტონი). პირველივე დღეს ახალ სკოლაში იგი საინტერესო წრეში ხვდება, გაიცნობს - ელისს, ჯასპერს, როზალის, ემმეთს და ედვარდ კალენს. ეს ახალგაზრდები ექიმ კარლაილ კალენისა და მისი მეუღლის, ესმეს მიერ არიან ნაშვილები. ბელა ძალიან დააინტერესდა ამ წრით, განსაკუთრებით, ედვარდით.

ბიოლოგიის პირველივე გაკვეთილზე იგი ედვარდის გვერდით ჯდება და უკვირს, რომ ედვარდი მას ზიზღით უყურებს. ზარის შემდეგ იგი ქრება და რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჩნდება სკოლაში. შემდეგ კი, გამოჩენისთანავე, ესაუბრება ბელას, მაგრამ აფრთხილებს, რომ მათი მეგობრობა შეუძლებელია. თუმცა, მოხდება ისე, რომ უახლოეს პერიოდში იგი ბელას გადაარჩენს.

ერთხელ ბელა მეგობრებთან ერთად ინდიელების რეზერვაციაში მიემგზავრება, სადაც ბავშვობის მეგობარს, ჯეიკობ ბლეიკს იხილავს. იგი მოუთხრობს ინდიელთა ლეგენდებს ცივებზე და მათზე, ვინც ცხოველთა სისხლს სვამენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბევრ ადამიანს სწამს, თითქოს კალენების ოჯახი ცივებს მიეკუთვნება. ადრე თუ გვიან ბელა ხვდება, რომ ედვარდი ვამპირია.

პორტ-ანჟელესში მოგზაურობისას ბელა შეხვდება ხულიგნების ბანდას, რომლებიც არ ეშვებიან მას. მოულოდნელად ჩნდება ედვარდი, რომელიც კვლავ გადაარჩენს მას. კაფეში იგი გამოუტყდება ბელას, რომ შეუძლია ადამიანის ფიქრების ამოცნობა, ელისი მომავალს ხედავს, ხოლო ჯასპერს შეუძლია ადამიანისათვის ემოციების შთაგონება. რამდენიმე დღეში ედვარდი გამოუტყდება ბელას, თუ რატომ ექცეოდა უხეშად - ბელას სისხლი მისთვის მიმზიდველი იყო და მისი არომატი წყურვილის გრძნობას უჩენდა. იგი შესთავაზებს ბელას ბეისბოლის თამაშში მონაწილეობას (კალენებს უყვართ ეს თამაში ჭექა-ქუხილის დროს). მაგრამ თამაშის დროს ჩნდებიან მოხეტიალე ვამპირები - ჯეიმსი, ვიქტორია და ლორანი, რომლებიც არ არიან ვეგეტარიანებელბი (ასე საკუთარ თავს უწოდებენ კალენები, რომლებიც არ სვამენ ადამიანთა სისხლს). ისინი გრძნობენ ბელას სისხლის სურნელს და იწყებენ მასზე ნადირობას. კალენები გადაწყვეტენ, გადაარჩინონ ბელა და მოკლან ჯეიმსი. ისინი მალავენ ბელას, მაგრამ ჯეიმსი გამოიტყუებს მას და კბენს, მრავალი წამების შემდეგ. კალენები კლავენ ჯეიმსს, ხოლო ედვარდი არ აძლევს ბელას საშუალებას, იქცეს ვამპირად, გამოსწოვს რა საშიშ შხამს.

საბოლოოდ ბელა სთხოვს ედვარდს, აქციოს ვამპირად, რაზეც ედვარდი უარს ეუბნება

Tuesday, March 8, 2011

ჯონ ჯოზეფ "ჯეკ" ნიკოლსონი

ჯონ ჯოზეფ "ჯეკ" ნიკოლსონი (*22 აპრილი, 1937) უაღრესად წარმატებული, ამერიკული კონოს ვარსკვლავი, ე.წ. "მეთოდური შესრულების" სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე თორმეტჯერ იყო წამოყენებული (გაიმარჯვა 3-ჯერ), რაც ნემისმიერ სხვა მამაკაც მსახიობზე მეტია, და ჩამორჩება მხოლოდ მერილ სტრიპს (13 ნომინაციიდან 2 ოსკარი) საერთო ნომინაციებით. მას ასევე მიღებული აქვს 7 ოქროს გლობუსი და კენედის ცენტრის პრემია 2001 წელს.

ბრიტნი ჯინ სპირსი

ბრიტნი ჯინ სპირსი დაიბადა 1981 წლის 2 დეკემბერს, კენტვუდში, ლუიზიანა, აშშ. მას ყოველთვის სურდა, რომ წარმატებული მუსიკალური კარიერა აეწყო. ის მღეროდა საეკლესიო გუნდში. ბრიტნი ნაციონალურ ტელევიზიაშიც კი მღეროდა, როგორც Star Search-ის კონკურსანტი. 8 წლის ასაკში ბრიტნიმ The New Mickey Mouse Club-ის კასტინგი წარმატებით გაიარა, მაგრამ პატარა ასაკის გამო არ მიიღეს. საბედნიეროდ, შოუს ერთ-ერთმა პროდუსერმა შენიშნა ახალგაზრდა მომღერლის ტალანტი და დაეხმარა ნიუ იორკში აგენტის მოძებნაში.
წარმატება [რედაქტირება]

შემდეგი სამი თვე ბრიტნიმ ნიუ იორკში გაატარა, სადაც სწავლობდა Off Broadway Dance Center-ში და Professional Performing Arts School-ში. ბრიტნის მსოფლიო გავარსკვლავება მომავალში უტყუარი, რომ გაეხადათ, გოგონა რეკლამებსა და off-Broadway shows-ში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ პლაკატზე ბრიტნის გამოყვანილი იყო, როგორც 10 წლის უდანაშაულო ბავშვი, 'ცუდი გოგოს' სახით
ბრიტნი Mickey Mouse Club-ში [რედაქტირება]

3 წლის შემდეგ, უკვე 11 წლის როგორც იქნა მიიღეს Mickey Mouse Club-ში. შეუერთდა რა ნიჭიერ თინეიჯერთა ჯგუფს შოუში, ბრიტნიმ გამოავლინა თავისი თამაშის (acting, pretending), სიღერისა და ცეკვის ნიჭი და დაჩრდილა ახალგაზრდა ლამაზმანების, კელი რასელისა და კრისინა აგილერას კარიერა.

2 წლის ორლანდოში ცხოვრების შემდეგ (ოჯახთან ერთად), ბრიტნი სახლში-კენტვუდში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან შოუ შეწყდა და სკოლაში დაბრუნდა.

14 წლის ბრიტნი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო. ამის მერე იგი ნორმალურ ცხოვრებას გამოეთხოვა. მან გადაწყვიტა აეხდინა ოცნება, დაეტოვა პატარა მშობლიური ქალაქი და წარმატებული კარიერა აეწყო. ამისათვის ბრიტნი ნიუ იორკში დაბრუნდა. ამჯერად მას გადაწყვეტილი ჰქონდა დიდ ხმის ჩამწერ სტუდიასთან დაედო კონტრაქტი

საბოლოოდ, ბრიტნიმ ხელშეკრულება Jive Records-თან გააფორმა, მას შემდეგ რაც ადმინისტრატორი გაოცდა ტალანტით, რომელიც მან საცდელ ჩაწერზე მოისმინა. Eric Foster White-თან მუშაობით, პროდუსერთან, რომელიც ადრე ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორიცაა Boyzone და უიტნი ჰიუსტონი, ბრიტნის სადებიუტო ალბომი მზად იყო მისი გამოშვების თარიღისთვის-1999 წლის 12 იანვრისთვის

...Baby One More Time -მა დაბადა ისეთ ჰიტებს, როგორიაცაა '(You Drive Me) Crazy', 'Sometimes' და რა თქმა უნდა ალბომის სახელწოდების სიმღერა 'Baby One More Time'. ალბომმა პირველ ადგილს მიაღწია Billboard charts-ში, 12-ჯერ გახდა პლატინის დისკი (ანუ 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა) და ბრიტნის მოაგებიანა ისეთი ჯილდოები, როგორიცაა 1999 MTV Europe Awards for Best Female Artist(საუკეთესო ქალი მომღერალი), Best Pop Artist(საუკეთესო პოპ მომღერალი) and Best Breakthrough Artist(საუკეთესო ახალბედა მომღერალი). მისი საოცრად წარმატებული დებიუტის შემდეგ, სანამ მეორე ალბოზე მუშაობას შეუდგებოდა, ბრიტნიმ დედამის ლინი სპირსთან ერთად დაწერა წიგნი Heart to Heart('გული გულისთვის', 'გული გულს' ან რაღაც ეგეთი) და გაემგზავრა მსოპლიო ტურნეში.

მერაია ქერის, მაიკლ ჯექსონის და მადონას ერთგული ფანი მედიამ კარგად შეისწავლა. გაზეთებში ჩნდებოდა სტატიები, რომ ბრიტნიმ მკერდი გაიდიდა და თითქოს პრინც უილიამის შეყვარებული ყოფილიყოს...

16 წლის ასაკში ბრიტნი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვითომც არაფერი ბრიტნი სცენას 2000 წელს დაუბრუნდა და გამოუშვა მეორე ალბომი ჰიტ-სიმღერის სახელწოდებით-Oops!...I Did It Again(უფს!.. მე ის ისევ გავაკეთე). ჰიტ-სიმღერით Oops!.. I Did It Agian (სხვათაშორის ამ სიმღერის კლიპში მის სპირსმა ის ისევ გააკეთა, ამჯერად წითელ ლატექსის კოსტუმში), მეორე მსოფლიო ტურნეთი მისი ალბომის მხრადასაჭერად და მილიონობით ფანით ბრიტნიმ მიაღწია იმდენს, რამდენიც მხოლოდ რამდენის თუ მიუღწევია 18 წლის ასაკში... უფს!.. ბრიტნი იმას კიდევ ერთხელ აკეთებს Oops!...I Did It Again -მა დაბადა სინგლები "Lucky," "Stronger"(რომლის ვიდეოში ბრიტნი ოსტატურად ეცეკვება სკამს(!)) და "Don't Let Me Be The Last To Know."

ანჯელინა ჯოლი ვოიტი

ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი, არის ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი. მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005). ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.

dr. HOUSE :*

ექიმი ჰაუსი, ცნობილია აგრეთვე როგორც უბრალოდ ჰაუსი, არის ამერიკული სატელევიზიო სამედიცინო დრამა, რომლის დებიუტიც 2004 წლის 16 ნოემბერს შედგა სამაუწყებლო კომპანია ფოქსის ეთერში. მისი შემქმნელები არიან დეივიდ შორი და პოლ ატანაზიო. შოუს მთავარი გმირია ექიმი გრეგორი ჰაუსი (ჰიუ ლორი), სამედიცინო გენიოსი, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, ნიუ-ჯერსიში. შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი შორის შექმნილია.

ჰაუსს ხშირად აქვს კამათი თავის უფროსთან, საავამდყოფოს ადმინისტრატორ ლიზა კადისთან და დიაგნოსტიკთა გუნდთან, რადგანაც ხშირად მისი ჰიპოტეზები პაციენტების ავადმყოფობასთან დაკავშირებით დამყარებულია ბევრისთვის გაუგებარ და საკამათო დაკვირვებებზე. ჰაუსის ერთადერთი მეგობარია ექიმი ჯეიმს უილსონი, იმავე საავადმყოფოში ონკოლოგიური განყოფილების უფროსი. პირველი სამი სეზონის განმავლობაში ჰაუსის დიაგნოსტიკურ გუნდში შედიოდნენ: რობერტ ჩეისი, ელისონ ქემერონი და ერიკ ფორმენი. მესამე სეზონის ბოლოს ფორმენმა და ქემერონმა განცხადებები დაწერეს სამსახურიდან წასვლის შეასხებ, ჩეისი კი ჰაუსმა თვითონ გააგდო. მეოთხე სეზონის პირველ ეპიზოდებში ჰაუსმა კონკურსი მოაწყო დიაგნოსტიკური გუნდის ახალი წევრების შესარჩევად და საბოლოოდ კონკურსანტებიდან სამი - რემი „ცამეტი“ ჰედლი, კრის თაუბი და ლოურენს ქათნერი დატოვა. გუნდს მოგვიანებით ისევ შეუერთდა ფორმენი, ჩეისმა და ქემერონმა კი საავადმყოფოს სხვა განყოფილებეში განაგრძეს მუშაობა და შესაბამისად შოუდან არ გამქრალან.

სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ. მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა, 2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო. მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები. აქამდე ეთერში გავიდა სერიალის 6 სეზონი. ამჟამად მიმდინარეობს მე–7–ს ჩვენება, რომლის ბოლო სერიის პრემიერა 2011 წლის 11 აპრილს შედგება.

მაილი საირუსი

მაილი საირუსი დაიბადა 1992 წლის 23 ნოემბერს ნეშვილში.მისი მშობლები არიან ლეტიცია ტიშ საირუსი და ბილი რეი საირუსი - ამერიკელი როკ მომღერალი.მიუხედავად ბილი რეის ხმის ჩამწერი სტუდიის წინააღმდეგობისა, საირუსის მშობლები საიდუმლოდ დაქორწინდნენ 1992 წლის 28 დეკემბერს. მშობლებმა მაილის Destiny Hope (ბედის იმედი) დაარქვეს, რადგან მათ სწამდათ, რომ ის ბევრს მიაღწევდა. მას ჰქონდა ზედმეტსახელი "Smiley",რადგან ის ხშირად იღიმებოდა. მოგვიანებით ზედმეტსახელი შემოკლდა და მიიღო კარგად ნაცნობი სახე - Miley (მაილი)[1],რომელიც სინამდვილეში სახელი სულაც არ არის.მაილი გაიზარდა 500 აკრი ფართობის მქონე ფერმაში, რომელიც მდებარეობდა ფრანკლინში, ტენესის შტატში, ნეშვილიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე. აქ ის სწავლობდა "Heritage Elementary" სკოლაში.ის მონათლულია, როგორც ქრისტიანი (ბაპტისტი),მაილი ესწრება ეკლესიას რეგულარულად და ატარებს სიწმინდის ბეჭედს.მაილის ჰყავს ორი ნახევარ ძმა და ერთი ნახევარ და -ტრეისი და ბრენდი (ლეტიცია ტიშ საირუსის შვილები წინა ქორწინებიდან), კრისტოფერ კოუდი (ბილი რეის ვაჟი წინა ურთიერთობიდან),როდესაც ბილი რეიმ ტრეისი და ბრენდი შვილად აიყვანა, ისინი ჩვილები იყვენენ. ის ასევე ალიმენტს უხდიდა კოუდის, რომელიც მაილის მსგავსად 1992 წელს დაიბადა და იზრდებოდა სამხრეთ კაროლინაში დედასთან ერთად. მაილის მშობლებს მის შემდეგ კიდევ ორი შვილი შეეძინათ ბრაისონი და ნოე.ტრეისი,ბრენდი და ნოეც ასევე შემოქმედების სამყაროს მიეკუთვნებიან.ტრეისი არის ვოკალისტი და გიტარისტი და ელექტრონულ პოპ ჯგუფ Metro Station13-ის წევრი[2].ნოე გახდა მსახიობი,ხოლო ბრენდი-გიტარისტი.[3]

თავის დროზე მსახიობმა და მომღერალმა დაამთავრა საშუალო სკოლა, შემდეგ კი მეცადინეობდა კერძო მასწავლებელთან სცენიურ ხელოვნებას.2001 წელს საირუსი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ტორონტოში გადავიდა, სადაც მამამისს იღებდნენ სერიალში - "Doc",თეატრით მაილი დაინტერესდა ცხრა წლისას როდესაც ოჯახი სწორედ იქ ცხოვრობდა,როდესაც ბილი რეიმ ის წაიყვანა ფილმ "მამა მია"-ს სანახავად, მაილიმ მას განუცხადა, რომ მსახიობობა სურდა[4]. ამის შემდეგ მან სწავლა განაგრძო არმსტრონგის სამსახიობო სტუდიაში.[5]
კარიერა [რედაქტირება]

მაილიმ პირველად "Doc"-ში შეასრულა კაილის როლი.2003 წელს კი ითამაშა ტიმ ბარტონის ფილმში-"Big fish/დიდი თევზი". ის თორმეტი წლის იყო, როდესაც პირველად მიიწვიეს დისნეის კინოსტუდიაში.კასტინგის შემდეგ კი საბოლოო ჯამში დაამტკიცეს სერიალ ჰანა მონტანაში მთავარ ჰანას იგივე მაილი სტიუარტის როლზე.მან თავის სამსახიობო კარიერის პიკს წორედ ამ სარიალში მიაღწია,ის ძალიან მალე გახდა საოცრად პოპულარული .მომღერლის კარიერაზე მსახიობი ჩაფიქრდა, როდესაც შეასრულა სიმღერები სერიალში. ამ მუსიკას დიდი პოპულარობა ჰქონდა.რვა სიმღერა ნამდვილი ჰიტი გახდა.2009 წელს ასევე გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი.

მოგვიანებით მაილიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს ერთ-ერთ ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიასთან – ოთხი ალბომის ჩაწერაზე. მისი პირველი ალბომი გამოვიდა 2006 წლის 24 ოქტომბერს (ჰანა მონტანას საუნდტრეკი),საუნდტრეკი პირველ ადგილზე მოხვდა ბილბორდ 200-ში. 2007 წლის 26 ივნისს კი თავისი პირველი სტუდიური ალბომი ’’შეხვდით მაილი საირუსს/Meet Miley Cyrus’’ გამოუშვა,ოღონდ მასში შედიოდა ასევე მხოლოდ ჰანა მონტანას სიმღერები,ეს ალბომი მოხვდა ასევე პირველ ადგილზე ბილბორდ 200-ში,გაიყიდა 326 ათასი კოპია პირველ კვირაში,სულ გაყიდულია 3,226,000. [6].ამ უკანასკნელმა დიდი პოპულარობა მოუტანა.იგი მუსიკალურ კარიერას დღესაც დიდი წარმატებით აგრძელებს და მსოფლიო ტოპ 10-ეულებშიც მისი სიმღერები წინა ადგილებს იკავებს.

Monday, March 7, 2011

ტიტანიკი

ტიტანიკი არის 1997 წლის ამერიკული ფილმი, რომლის რეჟისორია ჯეიმზ კემერონი. ფილმში წარმოდგენილია გამოგონილი ისტორია გემ ტიტანიკის მგზავრების, ჯეკ დოუსონისა და როუზ დევიტ ბიუკეიტერის შესახებ, რომელთა როლებს ასრულებენ ლეონარდო დიკაპრიო და კეიტ უინსლეტი. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი სიუჟეტური ხაზი გამოგონილია, ფილმის პერსონაჟების ნაწილი აღდგენილია რეალური პიროვნებების მიხედვით, ხოლო კემერონის ხედვით, ტიტანიკის ტრაგედიის ფონზე სიყვარულის ისტორია უფრო მიმზიდველი იქნებოდა მაყურებლისათვის.

ფილმის გადაღება 1995 წელს დაიწყო, როდესაც კემერონმა გადაიღო რეალური ტიტანიკის წყალქვეშა ნარჩენები. თანამედროვე სცენები გადაიღეს გემზე ’მსტისლავ კელდიში’. ტიტანიკის რეკონსტრუქცია მოხდა კალიფორნიულ სტუდიაში, რასაც დაემატა შემდგომში გადიდებული მოდელები და კომპიუტერული ეფექტებიც. ფილმი ნაწილობრივ დაფინანსდა კომპანიების Paramount Pictures და 20th Century Fox მიერ. თავისი დროისათვის ’ტიტანიკი’ ითვლებოდა ყველა დროის მაღალბიუჯეტიან ფილმად - მისი გადაღება დაახლოებით 200 მილიონი აშშ დოლარი დაჯდა.

ფილმის პრემიერა დაგეგმილი იყო 1997 წლის 2 ივლისს, თუმცა დამატებითი სამუშაოების ჩატარების გამო გადაიდო 19 დეკემბრისათვის. კრიტიკოსებმა მას მაღალი შეფასება მისცეს. არანაკლებ გამაოგნებელი წარმატება მას კომერციულად ხვდა. იგი ასევე წარდგენილი იქნა ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე - სულ 14 ნომინაციაში, საიდანაც 11 ჯილდო ერგო, მათ შორის, წლის საუკეთესო ფილმისათვის და წლის საუკეთესო რეჟისორისათვის. იგი იქცა ყველა დროის ყველაზე შემოსავლიან ფილმად - შემოსული თანხა 1.8 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებდა. 12 წლის მანძილზე იგი რჩებოდა რეკორდსმენად კემერონის შემდეგ ნამუშევარ ავატარამდე (2009), რომლის შემოსავალი, თავის მხრივ, წინამორბედის ციფრებს აჭარბებდა. ამერიკის კინოინსტიტუტის მიერ ტიტანიკი ითვლება ყველა დროის რიგით მეექვსე საუკეთესო ეპიკურ ფილმად. 2012 წელს იგეგმება მისი 3-D ფორმატში დემონსტრირება.

ელტონ ჯონი

ინტერესს მუსიკის მიმართ, რასაც ხელი შეუწყო დედამაც. ისინი ხშირად უკრავდნენ ფორტეპიანოზე. მაგრამ მამა ამის წინააღმდეგი იგი, მიუხედავად იმისა, რომ თავად უკრავდა სამეფო საჰაერო ძალების ორკესტრში.

ოთხი წლის ასაკში დუაიტების შვილს უკვე შეეძლო სმენით ნებისმიერი მელოდიის დაკვრა. იგი ისმენდა ძველ და პოპულარულ ჩანაწერებს და იმახსოვრებდა ყველაფერს.

13 წლის ასაკში რეჯის მშობლები ერთმანეთს გაეყარნენ, რაც შვილმა მეტად განიცადა. ამ პერიოდიდან იგი უკვე ატარებდა სათვალეებს, რაც, მისივე თქმით, ბადი ჰოლისადმი პატივისცემის ნიშანი იყო. სათვალეები მომავალში მის ერთ-ერთ ჰობიდ იქცა.

12 წლის ასაკში მუსიკის სამეფო აკადემიამ რეჯის შესთავაზა უფასო განათლება. გახარებული რეჯი ყოველ შაბათს დადიოდა აკადემიაში. მისი მამინაცვალი, დეკორატორი პროფესიით, მხარს უჭერდა რეჯის გადაწყვეტილებას, მუსიკას გაჰყოლოდა.
პირველი წლები სცენაზე [რედაქტირება]

პირველ რეჯი სცენაზე გამოვიდა 16 წლის ასაკში. იგი მღეროდა და უკრავდა ყოველი კვირის ბოლოს. იქვე ყოველთვის იჯდა დედამისი. ამ გამოსვლებში რეჯი იღებდა ერთ ფუნტს და დაგროვებული ფულით შეიძინა ელექტრონული პიანინო.

სკოლის მოსწავლეებთან ერთად მან ჩამოაყალიბა კოლექტივი The Bluesology, რომელიც უკრავდა რითმ ენდ ბლუზს. მათ გამოსცეს ორი მცირე ფირფიტა, რომელიც წარუმატებელი გამოდგა.

სკოლა რეჯიმ არ დაამთავრა. მან მიატოვა იგი მუსიკალურ გამომცემლობა Mills-ში მუშაობის გამო, მაგრამ ეს სამსახურიც, თავის მხრივ, დატოვა მხოლოდ იმის გამო, რომ The Bluesology-სთან ერთად უნდა გამგზავრებულიყო საკონცერტო ტურის ფარგლებში.

1967 წელს ისინი კვლავ მოგზაურობდნენ. ამ პერიოდში რეჯის შეუყვარდა გოგონა სახელად ლინდა და დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას. მაგრამ ლინდამ იგი არჩევანის წინაშე (ან მე ან მუსიკა) დააყენა. რეჯიმ საბოლოოდ აირჩია მუსიკა, მაგრამ მანამდე გულგატეხილმა კინაღამ მოიკლა თავი.

ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების კონკურსზე, რომელიც კომპანიამ Liberty Music მოაწყო, რეჯიმ შეასრულა რამდენიმე ცნობილი სიმღერა, მაგრამ წარმატებამ მას გვერდი აუარა. თუმცა, რეი უილიამსმა,კონკურსის ორგანიზატორმა მას აჩუქა ერთი ახალგაზრდა პოეტის, ბერნი ტოპინის ლექსები.

სელენა გომეზი

უკვე ექვსი წლის ასაკში სელენა გომეზმა თავისი პირველი კასტინგი გაიარა, შვიდი წლისას კი დაიწყო მუშაობა შოუში «ბერნი და მისი მეგობრები»,სელენა აქ გომოჩნდა მეშვიდე და მერვე სეზონში, მას შემდეგ რაც კასტინგი მოუგო 1400 პრეტენდენტს. უნდა ავღნიშნოთ, რომ აქ მნიშვნელოვანი როლი მენდიმ ითამაშა.ამის შემდეგ ის სარეკლამო აგენტებმა შენიშნეს.სელენა სათამაშოებს,მაღაზიებს და საოჯახო რესტორნებს უკეთებდა რეკლამას.

2004 წელს, როდესაც სელენა 12 წლის იყო, მან გაიარა კასტინგი უოლტ დისნეის სტუდიაში , რის შემდეგაც გამოჩნდა წარმატებულ Disney Channel-ის პროექტებში, მაგალითად ტელესერიალში «ჰანა მონტანა», როგორ გაიარა ამ საბედისწერო სელენასთვის კასტინგმა, ისტორიას არ ყვება, მაგრამ როგორც ჩანს, დედის განათლებამ და გამოცდილებამ ხელი შეუწყო. ყველანაირად, საოცარია, რომ მორცხვმა გოგონამ, გადაღებების პატარა გამოცდილებით გაიმარჯვა კონკურში ბევრად გამოცდილ და წარმატებულ კონკურენტზე.

«ჩვენ მოგვიყვანეს კალიფორნიაში, – იხსენებს სელენა გომეზი. – მე ვიყავი ძალიან მორიდებული და შებოჭილი. შემოვედი ოთახში, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი იყო – რეჟისორები და პროდიუსერები. მე ვხდებოდი, რომ ვეჯიბრები გოგონებს, რომლებიც ჩემზე გამოცდილები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. მე ვერ ვხდები, როგორ გავიარე ის კასტინგი.»

გამოცდილმა მსახიობმა, მოაწყო მთელი შოუ მოედანზე, სადაც კასტინგი ტარდებოდა. სელენას მაშინ შეუსრულდა 7 წელი და დედამ მოუწყო მას გრანდიოზული დღესასწაული.

მარსი


მარსი მეოთხე პლანეტაა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.

პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.

მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც სტილიზებული რეპრეზენტაციაა ღმერთი მარსის შუბისა და ფარის და ბიოლოგიაში მას იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს

Sunday, March 6, 2011

ნეპტუნი

ნეპტუნი სიშორით მერვე, ან შიგადაშიგ, მეცხრე პლანეტაა მზიდან პლუტონის ექსცენტრიული ორბიტის გამო და ყველაზე შორეული გაზის გიგანტია ჩვენს მზის სისტემაში.ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია.მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C ( 55°K ). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77°K ). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K).

დედამიწა

მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტაა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2009 წლის 12 დეკემბრის მონაცემებით დედამიწაზე 6 803 000 000 ადამიანი ცხოვრობს.

გლობალური დათბობა

გლობალური დათბობა —დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენის და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესი.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18 °C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ჯგუფის (IPCC) დასკვნით "დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან სავარაუდოდ განპირობებულია ანთროპოგენური (ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი) სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით", რომლის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. 21–ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1 – 6,4 °C–ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი დარღვეული წონასწორობის ხელალხალი დამყარება და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.

ატმოსფეროს საშუალო ტემპერატირუს ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობები, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

ალბერტ აინშტაინი



დაიბადა ელექტროტექნიკის ხელსაწყოთა მაღაზიის მფლობელის ოჯახში, ულმში, ბადენ-ვურტემბერგში (შტუტგარტიდან დაახ. 100 კმ-ში), გერმანიაში. მისი მშობლები არა-დენომინაციური ებრაელები იყვნენ. პატარა ალბერტი კათოლიკურ დაწყებით სკოლაში მიაბარეს და ამასთან, დედის დაჟინებით, ვიოლინოს კლასებზეც ატარებდნენ. ამ პერიოდში ის, როგორც მიიჩნევენ, საგნებს ძნელად ითვისებდა, შესაძლოა დისლექსიისა და საერთო სიმორცხვის გამო, ან კიდევ მისი ტვინის არაორდინალური, იშვიათი სტრუქტურის გამო (რაც მისი სიკვდილის შემდეგ დადგინდა). ზოგიერთ მკვლევარის მტკიცებით, მას ასევე შესაძლოა მსუბუქი ფორმის აუტიზმიც ჰქონოდა, თუმცა მეცნიერის სიკვდილის შემდგომ ამ ვარაუდის დადგენა შეუძლებელია.

საშუალო განათლებას აინშტაინი ლიტპოლდის გიმნაზიაში (მიუნხენი) ღებულობს, რომელიც იმ დროს საკმაოდ პროგრესულად ითვლებოდა. მათემატიკას იგი თორმეტი წლის ასაკიდან ეზიარა. მის შემდგომ განვითარებაზე დიდი ზეგავლენა მის ორ ბიძას მოუხდენია, რომლებიც მას სამეცნიერო, მათემატიკურ და ფილოსოფიურ წიგნებს უგზავნიდნენ.

pablo picaso


სწავლობდა მამასთან, ხ. რუისთან, ლა-კორუნიეს (1894-95), ბარსელონის (1895-იდან) და მადრიდის (1897-98) ნატიფი ხელოვნების სკოლებში. 1904-იდან თითქმის მუდმივად პარიზში ცხოვრობდა. 1900-იან წლებში უკვე შეიქმნა თავისი პირველი მნიშვნელოვანი ე. წ. „ცისფერი პერიოდისა“, 1901-04, და „ვარდისფერი პერიოდის“, 1905-06 ნამუშევრები. მათში არის გადმოცემული ღატაკთა და მიუსაფართა (ბრმები, მათხოვრები, მაწანწალები) ტრაგიკული მარტოობის განწყობილება. მომდევნო წლებში კომედიანტთა სახეებში მხატვარმა გვიჩვენა ადამინსა და სამყაროს შორის ჰარმონიული ურთიერთობის ტრაგიზმი, მოგვცა სახეთა სოციალურ-ფსიქოლოგიური დახასიათება „მოხუცი მათხოვარი ბიჭთან ერთად“ 1903; „გოგონა ბურთზე“ 1905, ორივე — ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმშია მოსკოვში. 1907-იდან პაბლომ კავშირი გაწყვიტა მსოფლიო ფერწერის რეალისტურ ტრადიციებთან, თუმცა ამის შემდეგაც იგი ბევრჯერ დაუბრუნდა რეალიზმს და კლასიკურად შეუხამა იგი ავანგარდიზმს ყველაზე უკიდურეს ექსპერიმენტებს. პაბლომ ძალზედ მტკივნეულად განიცადა ბურჟუაზიული საზოგადოების კრიზისი; კაპიტალიზმის პირობებში მხატვარი ვერ ხედავდა ძალას, რომელიც წინ აღუდგებოდა ამ საშიშ სინამდვილეს. ამ პერიოდში პაბლომ ჟ. ბრაკთან ერთად შექმნა ახალი მიმდინარეობა — კუბიზმი. დანაწევრებული სიბრტყის კომბინაციებით მხატვარი უარყოფს რეალურ სინამდვილეს. იგი არღვევს საგნების გრძნობად-მხედველობით სახეებს, თუმცა კუბიზმის პერიოდის ზოგიერთი ნამუშევარი მოკლებული არ არის დახვეწილ დეკორატიულობას და ემოციურ ჟღერადობას „ქალი მარაოთი“ 1909 ა. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი მოსკოვი.

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი

რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (ნიდერ. Rembrandt Harmenszoon van Rijn), (დ. 15 ივნისი , 1606- გ. 4 ოქტომბერი 1669) — ჰოლანდიის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული მხატვარი, ფერწერისა და გრავიურის ოსტატი. ბაროკოს ეპოქოს ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. მისი შემოქმედება დაემთხვა ჰოლანდიის ოქროს ხანას.
დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში. რემბრანდტი 1626 წელს ბრუნდება ლეიდენში და იწყებს დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას. როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი წლები გამოცდილების დაგროვების პერიოდია. იგი ხატავს ყველაფერს რაც მის გარშემოა,რათა ჩაწვდეს ფორმათა და ფერთა საიდუმლოებას. მართალია, პირველ პერიოდში მის ნახატებში და ოფორტებში იგრძნობა მასწავლებლის ხელი, მაგრამ თანდათანობით იგი იმუშავებს საკუთარ ხელს, ეძებს საკუთარ გზას. იმ დროს ჰოლანდიაში რემბრანდტის კიდევ ერთი თავისებურება გამოვლინდა. ესაა ჩრდილ-სინათლის, ნათელ-ბნელის გამოყენება ისე, როგორც მანამდე არავის გამოუყენებია. საგნისთვის ფორმის მისაცემად და მასში, მთავარის, ძირითადის გამოსავლენად, მხატვარი ქმნის საკუთარ გარემოს, რაც შეიძლება მაქსიმალურად აამეტყველოს, ის რაც მის წინაა, მხატვარი ამეტყველებს იმას, რაც გამოსაყოფია. იმიტომაცაა რემბრანდტის ნახატებში განათება ყოველთვის აქტიური, „მოქმედი“. ეს მეთოდი იმდენად რემბრანდტისებურია, რომ იგი მის ყოველ სახის ნახატში გვხვდება, ეს იქნება ზეთისფერით შესრულებული თუ გრაფიკული.
რემბრანდტმა მალე ისე გაითქვა სახელი რომ მის მასშტაბს ლეიდენი უკვე არ ყოფნის და 1631 წელს იგი გადადის ამსტერდამში, სადაც საბოლოოდ დამკვიდრდა. იგი აღმოჩნდა ქვეყნის ცენტრში, დამსწრე და მნახველი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური გაფურჩქვნისა. აქვე უნდა დავსძინოთ, რომ არა მარტო იგი იყო ქვეყნის ცენტრში, არამედ თვითონ წარმოადგენდა ხელოვნების ცენტრს, რომლითაც ქვეყანა სუნთქავდა. სამწუხაროდ, მისი ცხოვრება არ მიმდინარეობდა სწორხაზოვნად, ერთნაირი ძალით, არამედ თითქოს ტალღებზე იჯდა. XVII საუკუნის 20-30-იანი წლები ის წლებია, როდესაც ქვეყნის ახალმა მეპატრონემ, კაპიტალისტმა, როგორც კი თავი მბრძანებლად იგრძნო, განეწყო განდიდებისათვის . ძველი ფეოდალი თავისი წინაპრებით ამაყობდა. ახალ წარმომადგენელს კი საამაყო წინაპრებში არავინ ჰყავდა. დინასტიის დამწყები თვითონ იყო, მომავალ თაობებს მისით უნდა ეამაყათ. ამ საქმის დასაწყისად მათ საკუთარი, თუ საოჯახო პორტრეტები მიაჩდათ. დიდსა თუ პატარა ვაჭარს, ხელოსანს მედუქნეს, ახლა ხელოვნების დაპყრობა მოუნდა.
30 იანი 40-იანი წლები
პორტრეტულმა ჟანრმა ამ პერიოდში ისეთი გაქანება მიიღო, რომელიც მას მანამდე არასოდეს არ ჰქონია. განთქმულ პორტრეტისტს ჰალსს, გვერდში ამოუდგა რემბრანდტი და გაასწრო კიდევაც. ამ ჟანრიდან, შესამჩნევი ნაწარმოებია „სწავლულის პორტრეტი“ (1631.წ.). სურათზე გამოსახულია შუახნის ადამიანი რომელიც მისთვის ჩვეულ გარემოშია. წერს, მუშაობს, იღვწის და ერთ წუთით თვალს აშორებს ქაღალდს, რათა აზრი მოიკრიბოს და ლოგიკური გამოსახულება მისცეს ნაფიქრს. მუქ ფონზე სამი რამ არის გამოყოფილი: სახე, ხელები და ქაღალდი. მისი თვალები ოდნავ დაღლილია, ხელები წლებს დაუღარავს. ფაქტიურად, მხატვრის შემოქმედებაში ამ პორტრეტში პირველად ვხვდებით სიუჟეტურ მოქმედებას, მომდევნო პერიოდში ეს მხარე გახდება მისი პორტრეტებისათვის დამახასიათებელი.

გულივერის თავგადასავალი

ფილმის განხილვას დავიწყებდი ქართულ გახმოვანებაზე საუბრით. სიმართლე გითხრათ ახალი კანონის შემოსვლის შემდეგ ეს პირველი ფილმი იყო რომელიც ქართულ ენაზე გახმოვანებული ვიხილე და ბევრად უფრო ნაკლებ ხარისხს ველოდი.
ხმები კარგად იყო დადებული, თვითონ ადამიანები რომლებიც ახმოვანებდნენ საკმაოდ ნიჭიერები აღმოჩნდნენ. რათქმაუნდა დასახვეწი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია, თუმცა ჩემთვის მაინც აღსანიშნავი ფაქტია რომ ფილმი საკმაოდ კარგად იყო გახმოვანებული!
რაც შეეხება თვითონ ფილმს, ეს არის ცნობილი ნაწარმოების ადაპტაცია, რომელიც არის გაკეთებული თანამედროვე დროში.
ჟანრი კომედიაა და ასაკობრივი ზღვარი არ გააჩნია.
თუმცა მინდა აღვნიშნო რომ ფილმის სიუჟეტში ძალიან ბევრი, ნამდვილად სახალისო ნაწილი იყო…
ხოლო თვითონ გულივერის მიერ მოყოლილი ისტორიები (რომლითაც ფილმი მსოფლიოში შექმნილ უამრავ კლასიკას შეეხო)
ძალიან კარგად გაკეთებული.
ასევე არაერთ ცნობილ ფირმას თუ ბრენდს…
თვითონ მთავარი ისტორია მაინც ძირითად ნაწარმოებს მისდევს, ნამდვილად ვერ ვიტყვით რომ ფილმი არის “ეპიკური” , თუმცა ბავშვებისთვის ცუდი მესიჯი არ იქნება სიკეთის კიდევ ერთი გამარჯვება.
დანარჩენი პატარ-პატარა შეცდომები ფილმს ჟანრიდან გამომდინარე ეპატიება.
ყველაზე ორიგინალურად ლილიპუტიის ბერმუდის სამკუთხედთან დაკავშირება მომეწონა!
ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი ცნობილი მსახიობი ჯეკ ბლეკია, რომელიც როგორც ყოველთვის შეუდარებელი და სახალისო იყო.
შესრულების მაღალ დონეს მისი როლი ნამდვილად არ მოითხოვდა, ასე რომ მსახიობმა როლს თავი უდაოდ გაართვა!
არც სხვა პერსონაჟები გამოირჩეოდნენ დიდი სიღრმითა და შესრულების დიდი ოსტატობის საჭიროებით.
რაც შეეხება სპეც.ეფექტებს, აქ საოსკარე დონის, უმაღლესი დონის აპარატურით დახატული უძვირესი ეფექტები საჭირო არ არის, თუმცა ფილმში რაც სპეც.ეფექტებიც ვნახეთ, ყველა რეალისტური და კარგად გაკეთებული იყო!
3D ეფექტიც კარგი, განსაკუთრებით გულივერის ლილიპუტიაში გადასვლის მომენტი! უბრალოდ ცოტა დასანანია რომ ყველა უკანასკნელ ფილმს 3D განზომილებაში სიღრმის ეფექტს უკეთებენ და არა კადრის გარეთ გამოსვლის!

საბოლოო ჯამში, ფილმი ძალიან კარგი სანახავი კომედიაა, რომელიც დიდი ფილოსოფიით ნამდვილად არ გამოირჩევა.
თუმცა კარგი იუმორით და სახალისო სცენებით – ნამდვილად!

ედგარ-ილერ-ჟერმენ დე გა :)

დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.
საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. მისი ადრეული პერიოდის პორტრეტები გამოირჩევა რეალიზმით. (მაგ. „ბელელების ოჯახი“, რომელზეც გამოსახულია მამიდა, ბიძა და ორი მამიდაშვილი). 1867 წელს მან დახატა თავისი დისა და ძიძის პორტრეტები — „ცოლ-ქმარი მორბილი“, ნახატი „ენგრისტულია.“ ენგრის ტრადიციებს მიეკუთვნება მისი ისტორიული სურათები. სალონური მხატვერბისგან განსხვავებით იგი უარს ამბობს ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე. დეგა გამოხატავს სურათებს ისე, როგორც ის შეიძლება ყოფილიყო რეალურად. (მაგ. „დედოფალი სემირამიდა ჩამოდის ბაბილონში“ და „სპარტანელი გოგოები იწვევენ შეჯიბრებაში სპარტანელ ბიჭებს“).
1860 წელს ის ლუვრში აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო ედუარ მანე, ის კაფე „გერბუას“ ხშირი სტუმარი ხდება. 1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები.
1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.
დოღზე, 1877—1880
1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი კონუქტივიდი, რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.
1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება.
პატარა ბალერინა, დეგას ცნობილი სკულპტურა


სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას“ უწოდებას. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე. დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს

MONA LIZA



ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს.

მიწისძვრა :(

მიწისძვრა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გლობალური მიწისძვრების ეპიცენტრები 1963-1998 წლების მონაცემებით
მიწისძვრა – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია იმისთვის, რომ შესამჩნევი იყოს ადამიანისთვის. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი.