Tuesday, April 26, 2011

TITANIC-ის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო




ლეონარდო დაიბადა და აღიზარდა ლოს ანჯელესში, კალიფორნია. სამსახიობო კარიერა დაიწყო 90-იან წლებში გადაღებულ საპნის ოპერებსა და სიტკომებში. მათ შორისაა ტელესერიალი „სანტა-ბარბარა“. ჰოლივუდში მისი პირველი მნიშვნელოვანი ფილმი იყო „ამ ბიჭის ცხოვრება“, რომელშიც მთავარი როლი შეასრულა. მას მალევე მოყვა ფილმი „რას ჭამს ჯილბერტ გრეიპი“, რომლისთვისაც ის ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი კაცის ნომინაციაში. დიკაპრიო ასევე ორჯერ იყო ნომინირებული BAFTAs-ზე, სამჯერ SAGs-ზე და შვიდჯერ ოქროს გლობუსზე. ის არის ოქროს გლობუსისა და ვერცხლის დათვის მფლობელი.

მან სახელი გაითქვა ჯეკ დოუსონის როლის შესრულებისთვის ფილმში „ტიტანიკი“. რასაც მოჰყვა მისი როლები ფილმებში „დამიჭირე თუ შეგიძლია“, „ავიატორი“, „სისხლიანი ალმასი“, და „დასაწყისი“. მარტინ სკორსეზეს ავიატორით მან ოსკარის მეორე ნომინაცია დაიმსახურა. დიკაპრიო ასევე თამაშობს სკორსეზეს ფილმებში, „ნიუ-იორკის ბანდები“, „განდგომილი“ და „შეშლილთა კუნძული“.

Friday, March 11, 2011

კეშა როუზ სებერტი

ამერიკელი მომღერალი კეშა როუზ სებერტი, 1987 წლის 1 მარტს ლოს ანჯელესში დაიბადა.იგი დედასთან კომპოზიტორ პიბ სებერტთან და უფროს ძმებთან – ლაგანთან და ლუისთან ერთად ცხოვრობდა. სებერტების ოჯახი მძიმე ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და 1991 წელს პიბიმ ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, ამერიკული ქანთრის სამშობლოში, თავის მშობლებთან საცხოვრებლად გადასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიარა კიდეც კეშას ბავშვობამ. პიბი ადგილობრივი ხმის ჩამწერი სტუდიების ხშირი სტუმარი იყო და მას მუდამ თან ახლდა კეშა, რომელიც სკოლისგან თავისუფალი დროის უმეტეს ნაწილს სტუდიებში ატარებდა. სკოლაში კი კეშა ყველასგან გამორჩეული იყო: იისფრად შეღებილი თმისა და უზარმაზარი, მეწამული ფერის შარვლის ტარების გამო, კეშას ხშირად იძახებდა თავის კაბინეტში დირექტორი შენიშვნის მისაცემად, ხოლო თანაკლასელები მასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებდნენ, რადგან, ექსტრავაგანტური გარეგნობის მომავალ ვარსკვლავს მარსიდან ჩამოფრენილად მიიჩნევდნენ.

17 წლის ასაკში კეშა დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, სადაც გაიცნო მუსიკოსები და პრომოუტერები მაქს მარტინი და დრ. ლუკი, რომლებმაც მას თანამშრომლობა შესთავაზეს. პოპულარობის გზაზე დამდგარ კეშას თავდაპირველად მრავალი პრობლემა აწუხებდა, უპირველეს ყოვლისა კი, ეს იყო უბინაობა. დამწყები მომღერალი ახალგაცნობილ მეგობრებთან ერთად პატარა ოთახს ქირაობდა ლოს ანჯელესის გარეუბანში, საიდანაც ქირის გადაუხდელობის გამო ხშირად აგდებდნენ და კეშას არაერთხელ აქვს ღამე გატარებული მეგობრების ავტომობილებში. ასევე, კეშას ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა და მუსიკის წერისგან თავისუფალ დროს, ძირითადად ღამით, ის ოფიციანტად მუშაობდა ერთ-ერთ სასადილოში, გარდა ამისა, ტელემარკეტშიც უკეთებდა რეკლამას სხვადასხვა საქონელს, საიდანაც დამატებით შემოსავალს იღებდა. კეშა ბევრს მუშაობდა სტუდიაში, წერდა სიმღერებს და თანამშრომლობდა პროდიუსერებთან, მაგრამ მის მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ. სხვათა შორის, პირველად კეშას სახელი მუსიკალურ სამყაროში მაშინ გაჟღერდა, როდესაც დამწყები მუსიკოსი ვარსკვლავ პრინსის სახლში შეიპარა და მისთვის თავისი სიმღერების დისკის გადაცემა სცადა, მაგრამ „პრინცის“ დაცვამ თინეიჯერი კეშა სახლიდან გამოაგდო

CHANEL

გაბრიელ ბონეერ „კოკო“ შანელი (Gabrielle Bonheur „Coco“ Chanel) (დ. 19 აგვისტო, 1883 — გ. 10 იანვარი, 1971) — მოწინავე ფრანგი მოდის დიზაინერი, რომლის თანამედროვე ხედვამ, მამაკაცის სამოსისგან შთაგონებამ და ძვირადღირებული უბრალოებისკენ ლტოლვამ ის XX საუკუნის მნიშვნელოვანი ფიგურა გახადა. ის იყო ცნობილი ბრენდის, შანელის დამაარსებელი. მოდაზე თავისი ექსტრაორდინალური გავლენის წყალობით შანელი, ერთადერთი ამ სფეროდან ჟურნალ TIME-ის XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სიაში მოხვდა.

TWILIGHT

ბელა სუონის დედას ახალი მეუღლე ჰყავს და ბელამ გადაწყვიტა, დედისგან ცალკე იცხოვროს. იგი ჩამოვიდა მამასთან, ფორკსში (ვაშინგტონი). პირველივე დღეს ახალ სკოლაში იგი საინტერესო წრეში ხვდება, გაიცნობს - ელისს, ჯასპერს, როზალის, ემმეთს და ედვარდ კალენს. ეს ახალგაზრდები ექიმ კარლაილ კალენისა და მისი მეუღლის, ესმეს მიერ არიან ნაშვილები. ბელა ძალიან დააინტერესდა ამ წრით, განსაკუთრებით, ედვარდით.

ბიოლოგიის პირველივე გაკვეთილზე იგი ედვარდის გვერდით ჯდება და უკვირს, რომ ედვარდი მას ზიზღით უყურებს. ზარის შემდეგ იგი ქრება და რამდენიმე დღის განმავლობაში არ ჩნდება სკოლაში. შემდეგ კი, გამოჩენისთანავე, ესაუბრება ბელას, მაგრამ აფრთხილებს, რომ მათი მეგობრობა შეუძლებელია. თუმცა, მოხდება ისე, რომ უახლოეს პერიოდში იგი ბელას გადაარჩენს.

ერთხელ ბელა მეგობრებთან ერთად ინდიელების რეზერვაციაში მიემგზავრება, სადაც ბავშვობის მეგობარს, ჯეიკობ ბლეიკს იხილავს. იგი მოუთხრობს ინდიელთა ლეგენდებს ცივებზე და მათზე, ვინც ცხოველთა სისხლს სვამენ. ასევე ცნობილი ხდება, რომ ბევრ ადამიანს სწამს, თითქოს კალენების ოჯახი ცივებს მიეკუთვნება. ადრე თუ გვიან ბელა ხვდება, რომ ედვარდი ვამპირია.

პორტ-ანჟელესში მოგზაურობისას ბელა შეხვდება ხულიგნების ბანდას, რომლებიც არ ეშვებიან მას. მოულოდნელად ჩნდება ედვარდი, რომელიც კვლავ გადაარჩენს მას. კაფეში იგი გამოუტყდება ბელას, რომ შეუძლია ადამიანის ფიქრების ამოცნობა, ელისი მომავალს ხედავს, ხოლო ჯასპერს შეუძლია ადამიანისათვის ემოციების შთაგონება. რამდენიმე დღეში ედვარდი გამოუტყდება ბელას, თუ რატომ ექცეოდა უხეშად - ბელას სისხლი მისთვის მიმზიდველი იყო და მისი არომატი წყურვილის გრძნობას უჩენდა. იგი შესთავაზებს ბელას ბეისბოლის თამაშში მონაწილეობას (კალენებს უყვართ ეს თამაში ჭექა-ქუხილის დროს). მაგრამ თამაშის დროს ჩნდებიან მოხეტიალე ვამპირები - ჯეიმსი, ვიქტორია და ლორანი, რომლებიც არ არიან ვეგეტარიანებელბი (ასე საკუთარ თავს უწოდებენ კალენები, რომლებიც არ სვამენ ადამიანთა სისხლს). ისინი გრძნობენ ბელას სისხლის სურნელს და იწყებენ მასზე ნადირობას. კალენები გადაწყვეტენ, გადაარჩინონ ბელა და მოკლან ჯეიმსი. ისინი მალავენ ბელას, მაგრამ ჯეიმსი გამოიტყუებს მას და კბენს, მრავალი წამების შემდეგ. კალენები კლავენ ჯეიმსს, ხოლო ედვარდი არ აძლევს ბელას საშუალებას, იქცეს ვამპირად, გამოსწოვს რა საშიშ შხამს.

საბოლოოდ ბელა სთხოვს ედვარდს, აქციოს ვამპირად, რაზეც ედვარდი უარს ეუბნება

Tuesday, March 8, 2011

ჯონ ჯოზეფ "ჯეკ" ნიკოლსონი

ჯონ ჯოზეფ "ჯეკ" ნიკოლსონი (*22 აპრილი, 1937) უაღრესად წარმატებული, ამერიკული კონოს ვარსკვლავი, ე.წ. "მეთოდური შესრულების" სკოლის მსახიობი, ცნობილი ნევროტული ხასიათების ბნელი, კომედიური პორტრეტებით. ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე თორმეტჯერ იყო წამოყენებული (გაიმარჯვა 3-ჯერ), რაც ნემისმიერ სხვა მამაკაც მსახიობზე მეტია, და ჩამორჩება მხოლოდ მერილ სტრიპს (13 ნომინაციიდან 2 ოსკარი) საერთო ნომინაციებით. მას ასევე მიღებული აქვს 7 ოქროს გლობუსი და კენედის ცენტრის პრემია 2001 წელს.

ბრიტნი ჯინ სპირსი

ბრიტნი ჯინ სპირსი დაიბადა 1981 წლის 2 დეკემბერს, კენტვუდში, ლუიზიანა, აშშ. მას ყოველთვის სურდა, რომ წარმატებული მუსიკალური კარიერა აეწყო. ის მღეროდა საეკლესიო გუნდში. ბრიტნი ნაციონალურ ტელევიზიაშიც კი მღეროდა, როგორც Star Search-ის კონკურსანტი. 8 წლის ასაკში ბრიტნიმ The New Mickey Mouse Club-ის კასტინგი წარმატებით გაიარა, მაგრამ პატარა ასაკის გამო არ მიიღეს. საბედნიეროდ, შოუს ერთ-ერთმა პროდუსერმა შენიშნა ახალგაზრდა მომღერლის ტალანტი და დაეხმარა ნიუ იორკში აგენტის მოძებნაში.
წარმატება [რედაქტირება]

შემდეგი სამი თვე ბრიტნიმ ნიუ იორკში გაატარა, სადაც სწავლობდა Off Broadway Dance Center-ში და Professional Performing Arts School-ში. ბრიტნის მსოფლიო გავარსკვლავება მომავალში უტყუარი, რომ გაეხადათ, გოგონა რეკლამებსა და off-Broadway shows-ში იღებდა მონაწილეობას. ერთ-ერთ პლაკატზე ბრიტნის გამოყვანილი იყო, როგორც 10 წლის უდანაშაულო ბავშვი, 'ცუდი გოგოს' სახით
ბრიტნი Mickey Mouse Club-ში [რედაქტირება]

3 წლის შემდეგ, უკვე 11 წლის როგორც იქნა მიიღეს Mickey Mouse Club-ში. შეუერთდა რა ნიჭიერ თინეიჯერთა ჯგუფს შოუში, ბრიტნიმ გამოავლინა თავისი თამაშის (acting, pretending), სიღერისა და ცეკვის ნიჭი და დაჩრდილა ახალგაზრდა ლამაზმანების, კელი რასელისა და კრისინა აგილერას კარიერა.

2 წლის ორლანდოში ცხოვრების შემდეგ (ოჯახთან ერთად), ბრიტნი სახლში-კენტვუდში გადავიდა საცხოვრებლად, რადგან შოუ შეწყდა და სკოლაში დაბრუნდა.

14 წლის ბრიტნი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო. ამის მერე იგი ნორმალურ ცხოვრებას გამოეთხოვა. მან გადაწყვიტა აეხდინა ოცნება, დაეტოვა პატარა მშობლიური ქალაქი და წარმატებული კარიერა აეწყო. ამისათვის ბრიტნი ნიუ იორკში დაბრუნდა. ამჯერად მას გადაწყვეტილი ჰქონდა დიდ ხმის ჩამწერ სტუდიასთან დაედო კონტრაქტი

საბოლოოდ, ბრიტნიმ ხელშეკრულება Jive Records-თან გააფორმა, მას შემდეგ რაც ადმინისტრატორი გაოცდა ტალანტით, რომელიც მან საცდელ ჩაწერზე მოისმინა. Eric Foster White-თან მუშაობით, პროდუსერთან, რომელიც ადრე ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობდა, როგორიცაა Boyzone და უიტნი ჰიუსტონი, ბრიტნის სადებიუტო ალბომი მზად იყო მისი გამოშვების თარიღისთვის-1999 წლის 12 იანვრისთვის

...Baby One More Time -მა დაბადა ისეთ ჰიტებს, როგორიაცაა '(You Drive Me) Crazy', 'Sometimes' და რა თქმა უნდა ალბომის სახელწოდების სიმღერა 'Baby One More Time'. ალბომმა პირველ ადგილს მიაღწია Billboard charts-ში, 12-ჯერ გახდა პლატინის დისკი (ანუ 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა) და ბრიტნის მოაგებიანა ისეთი ჯილდოები, როგორიცაა 1999 MTV Europe Awards for Best Female Artist(საუკეთესო ქალი მომღერალი), Best Pop Artist(საუკეთესო პოპ მომღერალი) and Best Breakthrough Artist(საუკეთესო ახალბედა მომღერალი). მისი საოცრად წარმატებული დებიუტის შემდეგ, სანამ მეორე ალბოზე მუშაობას შეუდგებოდა, ბრიტნიმ დედამის ლინი სპირსთან ერთად დაწერა წიგნი Heart to Heart('გული გულისთვის', 'გული გულს' ან რაღაც ეგეთი) და გაემგზავრა მსოპლიო ტურნეში.

მერაია ქერის, მაიკლ ჯექსონის და მადონას ერთგული ფანი მედიამ კარგად შეისწავლა. გაზეთებში ჩნდებოდა სტატიები, რომ ბრიტნიმ მკერდი გაიდიდა და თითქოს პრინც უილიამის შეყვარებული ყოფილიყოს...

16 წლის ასაკში ბრიტნი სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ვითომც არაფერი ბრიტნი სცენას 2000 წელს დაუბრუნდა და გამოუშვა მეორე ალბომი ჰიტ-სიმღერის სახელწოდებით-Oops!...I Did It Again(უფს!.. მე ის ისევ გავაკეთე). ჰიტ-სიმღერით Oops!.. I Did It Agian (სხვათაშორის ამ სიმღერის კლიპში მის სპირსმა ის ისევ გააკეთა, ამჯერად წითელ ლატექსის კოსტუმში), მეორე მსოფლიო ტურნეთი მისი ალბომის მხრადასაჭერად და მილიონობით ფანით ბრიტნიმ მიაღწია იმდენს, რამდენიც მხოლოდ რამდენის თუ მიუღწევია 18 წლის ასაკში... უფს!.. ბრიტნი იმას კიდევ ერთხელ აკეთებს Oops!...I Did It Again -მა დაბადა სინგლები "Lucky," "Stronger"(რომლის ვიდეოში ბრიტნი ოსტატურად ეცეკვება სკამს(!)) და "Don't Let Me Be The Last To Know."

ანჯელინა ჯოლი ვოიტი

ანჯელინა ჯოლი ვოიტი (ინგლ. Angelina Jolie Voight) (დ. 4 ივნისი, 1975), უკეთ ცნობილი როგორც ანჯელინა ჯოლი, არის ამერიკელი კინომსახიობი. პოპულარული მედიის მიერ ის ხშირადაა აღიარებული როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. ხოლო მისი არაეკრანული, პირადი ცხოვრება ფართოდაა გაშუქებული. მას მიღებული აქვს სამი ოქროს გლობუსი, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და ოსკარი. მიუხედავად იმისა რომ ანჯელინას დებიუტი მის ბავშვობაში შედგა მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წასვლას“, ჯოლის სამსახიობო კარიერა დაიწყო მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი 2“ (1993). მან პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995), ასევე მან ითამაშა კრიტიკოსთა მიერ კარგად მიღებულ და აღიარებულ ბიოგრაფიულ ფილმებში: „ჯორჯ ვალასი“ (1997) და „ჯია“ (1998) და მიიღო ოსკარი, როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ (1999). ჯოლიმ მიაღწია საქვეყნო აღიარებას ფილმით „ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი“ (2001), სადაც მან ვიდეო-თამაშის გმირი, ლარა კროფტი განასახიერა. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. მან თავისი ყველაზე დიდი კომერციული მოგება ნახა მძაფრსიუჟეტიანი კომედიური ჟანრის ფილმით „მისტერ და მისის სმიტი“ (2005). ანჯელინა დაშორდა თავის პირველ მეუღლე ჯონი ლი მილერს, მეორე მეუღლე ბილი ბობ ტორნტონს, ახლა კი მსახიობ ბრედ პიტთან ერთად ცხოვრობს, მათ შორის ურთიერთობამ მსოფლიო მედიის ყურადღება დაიმსახურა. ჯოლის და პიტს ჰყავთ სამი აყვანილი ბავშვი: მედოქსი, პექსი და ზაჰარა, ისევე როგორც სამი ბიოლოგიური შვილი: შილო, კნოქსი და ვივიენი. ანჯელინა დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და ასევე ის თანამშრომლობს UNHCR-სთან.